LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსაბეზრებელი გახდა ერთმანეთზე კრემლის აგენტის იარლიყის მიწებება – თორნიკე შარაშენიძე

132
c9c220484c927d6d1518c43986a15141

„მოსაბეზრებელი გახდა ერთმანეთზე კრემლის აგენტის იარლიყის მიწებება“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მან წინასაარჩევნო გარემო სამოქალაქო ომს შეადარა.

„წინასაარჩევნო გარემო როგორც წესი უფრო მეტად ჰგავს სამოქალაქო ომს, ვიდრე ცივილურ საარჩევნო კამპანიას. მოსაბეზრებელი გახდა  ორი მხარის მიერთ ერთმანეთზე კრემლის აგენტის იარლიყის მიწებება. ეს უნდა დასრულდეს და დასერიოზულდეს ყველა პოლიტიკური პარტია და ილაპარაკონ პროგრამაზე და კონკრეტიკაზე და არა რაღაც იარლიყის მიწებებაზე”,-განაცხადა პოლიტოლოგმა.

ფორტუნას კითხვაზე, თუ რა შესაძლებლობები აქვს ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თორნიკე შარაშენიძე პასუხობს, რომ ოპოზიციის მიერ შერჩეული სტრატეგია მცდარია.

მოსახლეობის 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას: NDI-ის კვლევა

„ოპოზიცია უშვებს ორ შეცდომას. ეს არის დაქსაქსულობა და აგრესია ერთმანეთის მიმართაც. პარტიის მომხრეები, რიგითი წევრები და ლიდერებიც კი ერთმანეთს ლანძღავენ და ამას ემატება ის რომ, ჩემი აზრით ოპოზიცის მიერ კონტროლირებად მედიას არჩეული აქვს არასწორი სტრატეგია. 8 წელიწადია ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაკრეონ პრორუსული პარტიის იმიჯი და ამას როგორც ვხედავთ შედეგები არ მოაქვს. მოსახლეობის ნაწილს ეს არ სჯერა და მეორე ნაწილს არ აინტერესებს. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს არის მცდარი სტრატეგია“,-განაცხადა პოლიტოლოგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g