LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო – NDI

788
საბჭოთა-საქართველო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავიშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.

კითხვაზე: ზოგადად, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? – გამოკითხულთა 50 პროცენტი ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 11 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.

დასახლებების, ასაკისა და სქესის მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:

აღსანიშნავია, რომ დადებითი პასუხი კითხვაზე ძირითადად სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში გამოკითხულებმა გასცეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად ძირითადად, 55 წელს გადაცილებული მოსახლეობას მიაჩნია და მათი უმეტესობა კაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები