LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება“ – GWP განცხადებას ავრცელებს

45
წყალი

ბახტრიონის სატუმბო სადგურში, ვაშლიჯვრის რეზერვუარზე, ასევე გელოვანის, გოძიაშვილის ქუჩებზე და მზიურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს

მათივე ცნობით, წყალმომარაგების სისტემაზე გადაუდებელი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

„წყალმომარაგების სტაბილურობისთვის პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე ახლით შეიცვალა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი.

წყალმომარაგება აღდგენილია ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირზე, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, ონიაშვილის, ლვოვის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებზე.

ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება და რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად სრულად აღდგება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g