LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობისთვის გაზის მოხმარების ტარიფები არ იზრდება

53
natural-gas.gif

ეკონომიკის მინისტრი გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის კომერციული გაზის ფასების ზრდა მოხდეს. ამასთან, ნათია თურნავა ამბობს, რომ გაზის ტარიფი არ გაიზრდება წელს არც მოსახლეობისთვის.

რაც შეეხება კომერციულ მოხმარებას, მინისტრი ამბობს, რომ აქ მთავრობის ბერკეტები შეზღუდულია, თუმცა, კონსულტაციებს აწარმოებენ.

„საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე გაზის ტარიფების გადახედვა წელს არ იგეგმება, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მოხდა გარკვეული გადახედვა გაზის ტარიფების, რადგან დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციაში და აისახა ტარიფში, მაგრამ ეს მოსახლეობას საერთოდ არ უგრძვნია, რადგან მაშინაც, ჩვენ ისევე როგორც ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებდით ამ გარკვეულ ნაზარდს.

რაც შეეხება კომერციულ მოხმარებას, აქ, რა თქმა უნდა, რეგულირება არ ხდება, ეს არის თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელსაც ადგენენ კომპანიები. თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს „თბილისი ენერჯისთან,“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g