ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით 2016 წლის 1- დან 5 იანვრის ჩათვლით, მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყინვის დროს, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, აბონენტებმა შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები უნდა გაითვალისწინონ:
იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.
აღნიშნულ თარიღებში, ყოველ აბონენტს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ გამდინარე, მოჭარბებული წყლის დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ.
კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.