LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის რისკს გაზრდის“ – საქართველოში 40 გრადუსამდე დაცხება

208
უსათაურო დიზაინი (2)

საქართველოში 28 აგვისტომდე ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს:

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g