დღეიდან 24 აპრილის ჩათვლით, საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-24 აპრილს კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში კი ზვავსაშიშროება.
სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო].
⛈️ 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის…
Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
