მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.
„11 ივნისიდან – დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, სიცხის ფონზე ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სანაპირო კურორტებზე კი უახლოეს დღეებში – ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 11 ივნისს გაწვიმდება ხანმოკლედ ელჭექით.
ტემპერატურა ყველგან ნორმის ფარგლებში იქნება +22, +27 გრადუსის ფარგლებში.
ამინდის ყოველი ცვლილება გახდეს თქვენი ახალი იმედის დასაწყისი…“, – წერს კობა ფარტენაძე.
