LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან დათბება საქართველოში – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1336
2026-06-29_23-20-17_904943

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„საქართველოში დაიწყო მზიანი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური დღეები. მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა იქნება ნორმის ფარგლებში +30, +32 გრადუსი.

გავრცელებული ხმები, თითქოს ანომალიურად ცხელი ამინდია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ეტაპზე მსგავსი საფრთხე არ არსებობს პროგნოზები მიუთითებს სტაბილურ, ზომიერ ზაფხულის პირველი ნახევრის პირობებზე“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g