LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა: ტედროს ადანომ გებრეიესუსი

88
ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოელის. მისივე განმარტებით,  ეს არ ეხება სიკვდილიანობის სტატისტიკას, რადგან არსებობს ვაქცინები და თერაპიული საშუალებები, რომელთაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.

გებრეიესუსის თქმით, „ომიკრონის“ შტამი მსოფლიოში დომინანტურ შტამად რჩება.

„ეს [შემთხვევების ზრდა] მოსალოდნელია, რადგან ამინდი ცივი ხდება და ხალხი უფრო მეტ დროს ატარებს შიგნით, და უმეტეს ქვეყნებს აღარ აქვთ ზომები ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით. ჩვენ მოველით, რომ კორონავირუსის დარეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი გაიზრდება, თუმცა ეს არ ეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ვაქცინები და თერაპიული საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g