LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე მზია ამაღლობელს: „შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ“

416
მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“.

სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცნობისათვის, მზია ამაღლობელს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მიიღო, მან მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“/ „ნეტგაზეთი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g