LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

129
ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა – მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს

პროკურატურის განცხადებით, ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔵 საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ➡️შინაგან საქმეთა…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on პარასკევი, 20 ივნისი, 2025

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g