22 ოქტომბერს სერიალი ”მოსიარულე მკვდრები” ეთერს უბრუნდება. ეს თარიღი პროექტისთვის საიუბილეო იქნება, რადგან ეთერში რიგით მე-100 სერია გავა. სპეციალურად ამ ფაქტისთვის, სერიალის შემქმნელებმა 99-ვე სერია 4 წუთიან რგოლში გააერთიანეს.
მასში თითქმის ყველა სერიიდან არის ამოღებული მნიშვნელოვანი ეპიზოდები და ერთგვარ გზამკვლევს ქმნის.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონი რიგით მე-8 იქნება პროექტის ისტორიაში. ”მოსიარულე მკვდრები” საკაბელო ტელევიზიის ყველაზე პოპულარული სერიალია.
https://www.youtube.com/watch?v=IUn03w0sT50