რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მსუბუქად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ.
მათ ჩამოსაყვანად, თბილისიდან რუსეთისკენ 2 ავტობუსი უკვე გაემართა.
"დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი"
ტრაგედია თბილისი-მოსკოვის რეისზე: რუსეთში ავარიას საქართველოს მოქალაქეები ემსხვერპლნენ
მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს ინფორმაციას.
“დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი” – განუცხადეს სააგენტოს.
გამოცემის ცნობით, ავტობუსი თბილისის დროით 19:40 საათზე მოყინული გზის გამო ამოტრიალდა. მათივე ცნობით, დაშავდა 15 მგზავრი, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.
ამასთან, ცნობილია, რომ ავტობუსში ავარიის დროს სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ბავშვია.