LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი კატასტროფულად დაბალ ნიშნულზეა

43
მოსკოვის საფონდო ბირჟა

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვარდნის კატასტროფულად მკვეთრი მაჩვენებელია. დღევანდელ ვაჭრობაში მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) ინდექსი 1900-პუნქტიან მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამასთან, მოსკოვის საფონდო ბირჟის ვებგვერდი ამჟამად მიუწვდომელია, რაც, სავარაუდოდ, უჩვეულოდ მაღალი აქტივობითა და სერვერებზე ზეწოლითაა განპირობებული.

ვარდნას წინ უძღოდა მოსკოვის ბირჟის განცხადება, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე ბრიტანული ფუნტით ვაჭრობა შეჩერდება. რაც შეეხება რუბლს, მოსკოვის დროით 10:30 საათისთვის დოლარის კურსი 0,54%-ით გაიზარდა და ერთი დოლარის ფასმა 58,22 რუბლს მიაღწია. ამასთან, ევროს კურსი 0,18%-ით დაეცა და 56,25 რუბლს შეადგენს.

მოსკოვის საფონდო ბირჟის ვარდნა პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებასთან და ბირთვული იარაღის გამოყენების რიტორიკის გაძლიერებასთან. მკვეთრი ვარდნის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟის ადმინისტრაციამ ვაჭრობა შეზღუდოს და ინვესტორებს კომპანიების აქციების გაყიდვა აუკრძალოს, როგორც ეს 24 თებერვალს ომის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g