მოსკოვში მართლმადიდებლური ეკლესიების 8 სასულიერო პირს დაუდგინდა კორონავირუსი, – ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო ვებ-გვერდზე ვრცელდება.
როგორც ცნობილია კორონავირუსის სიმპტომები რვა დაინფიცირებულის გარდა კიდევ სამ სასულიერო პირს აღენიშნება, თუმცა აქვთ თუ არა კოვიდ-19 ინფექცია, დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დაინფიცირებული მღვდლებიდან სამს კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, დანარჩენი ხუთის შესხებ კი ინფორმაცია 9 აპრილს გავრცელდა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.
რუსეთში 10 აპრილის მონაცემებით კოვიდ-19-ის 10 131 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 700-მდე ადამიანია გამოჯანმრთელებული ხოლო 76 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.