LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში ანტისაომარი განწყობების გამო, ცნობილი პოეტი აწამეს და გააუპატიურეს

138
არტიომ კამარდინი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი აქტივისტი და პოეტი – არტიომ კამარდინი აწამეს და გააუპატიურეს.

გამოცემა „Новая газета. Европа“-ს ინფორმაციით,  ძალოვნები კამარდინის ბინაში შეიჭრნენ, აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააუპატიურეს.

დაზარალებულის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ მომხდარის ვიდეოკადრები არსებობს.

მოგვიანებით რუსეთის პროსახელისუფლებო Telegram არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც კამარდინი ერთ-ერთ აქციაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სიტყვებისთვის ბოდიშს იხდის.

ამჟამად, კამარდინი საავადმყოფოში იმყოფება. კამარდინსა და კიდევ ორ აქტივისტზე სისხლის სამართლის საქმე სიძულვილის გაღვივების მუხლითაა აღძრული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები