LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში, საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

145

მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე რომეო კოპალიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების წინასწარ მიზეზად მედიკამენტების გადაჭარბებულ რაოდენობას ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, რომეო კოპალიანი რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის იყო ჩასული.

რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საცხოვრებელი ბინა საქართველოს ნაკრების წევრ საბა კვერკველიას ეკუთვნოდა და გარდაცვლილიც ქართველი ფეხბურთელის მეგობარი იყო, თუმცა ფეხბურთელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ ყოფილა. ეს ადამიანი საქართველოში ცნობილი ყოფილი ფეხბურთელია და იმის მეგობარია, ვისაც მე სახლი გადავეცი. მე ახლა საქართველოში ვიმყოფები, ეს ყველაფერი საინფორმაციოებიდან შევიტყვე და შოკირებული ვარ,” – აღნიშნა კვირკველიამ Sport24-თან კომენტარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g