LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია იწყება

693
BeFunky-collage (54)

დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ ტრადიციულ მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ თბილისის ინფრასტუქტურული პროექტების დაწყებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელი, როგორც დაპირებული იყო, იქნება განახლების და მშენებლობის წელი. კალაძის განმარტებით, იწყება ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და ასევე კადეტთა კორპუსის რესტავრაციას. პროექტისთვის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 25 მილიონი ლარი. ინფრასტუქტურული სამუშაოები, რომელიც მალე დაიწყება, 2021 წელს დასრულდება.

მერის განცხადებით, სამუშაოები ითვალისწინებს ორივე შენობის სრულ რესტავრაცია-განახლებას საინჟინრო პროცესებით დაწყებული და სამხატვრო-დეკორაციული რემონტით დასრულებული. კახი კალაძემ გაიხსენა წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ის კადეტთა კორპუსში პირადად იმყოფებოდა და ადგილზე დაათვალიერა შენობის ტექნიკური მხარე. მისი განმარტებით, შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია და დაპირება, რომელიც მაშინდელმა მერობის კანდიდატმა გასცა, დღეიდან შესრულებას იწყებს.

ორივე შენობის რეკონსტუქციას მერის გათვლებით ორი წელი დასჭირდება, თუმცა დედაქალაქს ამით კიდევ ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეუნარჩუნდება.

“ვარკეთილი აქამდე რომ ვერ გავაკეთეთ, ეს ჩვენი სირცხვილია” – კახი კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g