თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, გრძელდება.
პროგრამა ითვალისწინებსადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო გზა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების, მათ შორის,მოსწავლეების, შშმ პირების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ბრიფინგი გამართა.
„თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათებით მოქალაქეთა 26 კატეგორია, სულ, 560 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის მერიასა და„საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მოსაწავლეთა ახალ იდენტიფიცირებულ უფასო მგზავრობის ბარათებს გასცემს „საქართველოს ბანკი”. მემორანდუმის თანახმად, „საქართველოს ბანკმა” მოსწავლეთა ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2016 წლის 16 ოქტომბრისა. მოსწავლეებზე გაცემული ძველი ბარათები 16 ოქტომბრიდანგაუქმდება.
მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელიშეღავთიანი ფასებით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე მოსწავლეს შესაძლებლობაექნება უფასოდ ჩაერთოს„საქართველოს ბანკის“sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში; დააგროვოს sCool-ებიმაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებშიგადაცვალოს.
ახალი სამგზავრო ბარათების ასაღებად მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოსთბილისში „საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრებს (გარდა ,,ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).