LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში“ – პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

215
მზია ამაღლობელი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მზია შიმშილობს უკვე 16 დღეა. განგაში! ყოველი წუთი და წამი ვიცოდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“

როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამაღლობელი მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია.

ნიკოლოზ რაჭველი: „მხოლოდ მზია ამაღლობელზე, მისთვის სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილე ყმაწვილზე, ჩემს მეგობარ ანდროზე და მასთან ერთად დაკავებულ ყველა ღირსეულ ადამიანზე მეფიქრება… და კიდევ მათზე, ვისაც ეს ყველაფერი არ ანაღვლებთ… რა მტკივნეულია ეს ყველაფერი“

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g