საფრანგეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყო. ცოტა ხნის წინ კინოთეატრები გაიხსნა და ამ ფაქტის აღსანიშნავად დედაქალაქში წყლის კინოთეატრის გახსნა გადაწყდა.
კინოთეატრი მდინარე სენაზე მოეწყობა და პირველი ჩვენება 18 ივლისს, საღამოს 7:30 საათზე გაიმართება. 38 ნავში 150 ადამიანი მოკალათდება და პირველი ფილმი რომელსაც ისინი იხილავენ, იქნება Le Grand Bai – კომედია მამაკაცებზე, რომლებაც სინქრონული ცურვის სწავლა გადაწყვიტეს.
ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, თითოეულ ნავში მაქსიმუმ 6 მაყურებელი მოთავსდება და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, ორგანიზატორები დარწმუნდებიან იმაში, რომ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო მეგობრები არიან.
აღსანიშნავია, რომ კიდევ 150 ადამიანი ფილმის ყურებას ნაპირზე განთავსებული სავარძლებიდან შეძლებს.
პირველი წყლის სეანსის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.