აშშ-ში, კალიფორნიულ ქალაქ მორენო-ვალში მოტოციკლისტი ოთხ ზოლიან გზას გადაახტა. რგოლი პირველად 24 წლის მოტოკროსისა და მოტოციკლების რბოლების თაყვანისმცემლის კაილ კატსანდრისის ინსტაგრამზე გაჩნდა.
ისტრაგრამის კომენტარებში მითითებული არ არის, რომ კონკრეტულად კატსანდრისი ასრულებს ტრიუკს, თუმცა YouTube-ზე არსებულ წარწერებში ჩანს, რომ მოტოციკლს სწორედ ის მართავს.
FoxNews-ი წერს, რომ ვიდეოს გამო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. თუკი დადასტურდება, რომ მოტოციკლს კატსანდრისი მართავდა, მას სახიფათო მართვაში დასდებენ ბრალს.