LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიომ კარიერის საუკეთესო მომენტები ახალ რეკლამაში ირონიულად წაითამაშა (ვიდეო)

82
2684515-55512610-2560-1440

პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საბუქმეკერო კანტორა Paddy Power-ის რეკლამაში გადაიღეს.

ვიდეოს სლოგანია – „რთულია იყო განსაკუთრებული“. მოურინიო კაბინეტში ზის და გაზეთს კითხულობს საკუთარ ჭორებზე. კედელზე მისი პორტრეტია, იქვე დევს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბიუსტი, რომელიც ჟოზეს ხელმძღვანელობით „მანჩესტერში“ თამაშობდა.

მერე ჟოზე ბუჩქს კრეჭს სამი თითის ფორმით და ეს „ჩელსის“ ფანებს ეკუთვნით. „მანჩესტერში“ წასვლის შემდეგ მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, მან კი სამი თითი აჩვენა – სამი საჩემპიონო ტიტულის აღსანიშნავად, რომელიც ლონდონურ კლუბში მოიგო.

2005 წელს მოურინიო დისკვალიფიცირებული იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩზე და ის „ჩელსის“ გასახდელში თეთრეულის ყუთს შეყვა. ვიდეოში ეს ეპიზოდიცაა.

პორტუგალიურ კლუბებში მუშაობის შემდეგ მოურინიო ორჯერ მივიდა „ჩელსიში“, ასევე იმუშავა „ინტერში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“.

2018 წლის შემდეგ, რაც „იუნაიტედიდან“ მიაბრძანეს, განსაკუთრებული ჟოზე უმუშევარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები