ცნობილი მოცეკვავეების წყვილის – გოჩა ჩერტკოევისა და შორენა ჩერტკოევას შვილი, ლევან ჩერტკოევი და მისი მეუღლე, პირველ შვილს ელოდებიან.
„მოუთმენლად ველოდებით შენ გამოჩენას“. – წერს ლევან ჩერტკოევი და ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს კადრებს აზიარებს.
ცნობილია, რომ წყვილი გოგონას მოლოდინშია.
შეგახსენებთ, ლევანი და შენონი ფართო საზოგადოებამ თბილისში გადახდილი ქორწილის შემდეგ გაიცნო.
ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია, რომელიც ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა.