LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ მკვლელები გადმოეცეს საქართველოს! „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკით ემსახურება რუსულ საქმეს“ – მამუკა ხაზარაძის მიმართვა 

168
Untitled design (15)

„მომსწრენი გავხდით, შემზარავი ფაქტის ოკუპანტებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე.. ეს არის დანაშაული.. ეს არის დადასტურება რომ რუსეთი ოკუპანტია,“– მამუკა ხაძარაძე სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

„მოვითხოვ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს ის მკვლელები ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს!

დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება.“

„ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკით ემსახურება რუსულ საქმეს, ეს არის დიდი პრობლემა,“– ამბობს მიმართვაში ხაზარაძე.

„ჩვენ უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას.. ძალიან გასაკვირია, რომ ვინმეს სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის.. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და სრულიად საქართველოს“ – სალომე ზურაბიშვილი

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა

 

❗ოკუპანტებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე

მოვითხოვთ მკვლელები გადმოეცეს საქართველოს!

“ქართული ოცნება” თავისი პოლიტიკით ემსახურება რუსულ საქმეს, ეს არის დიდი პრობლემა

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

 

 

magti 5g