LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას.. ძალიან გასაკვირია, რომ ვინმეს სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის.. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და სრულიად საქართველოს“ – სალომე ზურაბიშვილი

123
Untitled design (12)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის საუკუნოვანი პოლიტიკა არ მთავრდება.

„მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.

ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების განმავლობაში, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, განცხადებებს, რომ ვითომ ჩვენი ერთსულოვანი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა, მშვიდობა ევროპაში.

ძალიან გასაკვირია, რომ შეიძლება ვინმეს საქართველოში სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის, რუსეთისკენ შემყურე.

ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რაიმე ისწავლოს. რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან მშვიდობიანად მოილაპარაკებს.

ჩვენი მომავალი არის პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა

magti 5g