LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს შიმშილის თამაშები” – კულება

64
დმიტრო_კულება ფგფგ

მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს შიმშილის თამაშები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერზე” წერს.

მისივე თქმით, რუსეთისგან სახელმწიფოებმა ვალდებულებების აღსრულებაც უნდა მოითხოვონ.

“მოსკოვი ცრუ საბაბს იყენებს მარცვლეულის დერეფნის ბლოკირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და აღასრულოს ვალდებულებები”, – წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

პრაისი: ვიცით რუსეთის ისტორია, როცა საქმე ეხება მის მეზობლებს – რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ცხადყოფს, რომ ის ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს

ტყვეთა მორიგი გაცვლა: უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 52 დამცველი დააბრუნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები