ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, პარტიებს, რომლებსაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერით დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, შეთანხმება არის გზა იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური სუბიექტი გაერთიანდეს.
“მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას…კმაყოფილი ვარ, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა, კვლავ ასრულებს თავის ვალდებულებას იმაში, რომ შეასრულოს ყველა ის საკითხი, რომელიც იყო ამ შეთანხმებაში დაცული. ეს არის გზა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანებული იყოს ქვეყანაში და ამ მიმართულებით იმოქმედონ. ასევე მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
