LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიასა და აქტივობებს, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ არის მიმართული – ევროპარლამენტი

74
parlamento-europeo

ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და ნატოს სამომავლო თანამშრომლობის რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტი ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ.

რეზოლუციაში ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიცაა ნახსენები და ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მათთან პარტნიორობის გარეშე რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა ვერ მიიღწევა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ასპირანტი ქვეყნების ბოსნია და ჰერცოგოვინის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას.

„ევროპარლამენტი შეშფოთებულია რუსეთის რევიზიონისტული, მილიტარისტული და აგრესიული პოლიტიკის გამო. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიასა და აქტივობებს, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები