საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს – ტელეკომპანია “ფორმულას” საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს.
ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას:
“არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
არხის გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში დღეს შეტანი სარჩელს, “ედისონ რისერჩის” კვლევებს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად ვერ ახერხებს 43 %-იანი ბარიერის გადალახვას და გუბერიძის თქმით, ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა “ფორმულასა” და მის დამფუძნებელზე.
ასევე, წაიკითხავთ:
თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
მშვილდაძე: ველოდებით “ფორმულაზე” წილების დაყადაღებას
ველით, მაგრამ „ფორმულას“ ჯერ ყადაღა არ ადევს – გიორგი თარგამაძე