LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ოპოზიციას, 26 ივლისის პლენარულ სხდომაზე, არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა: “ქართული ოცნება”

60
1

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, 26 ივლისს, პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა:

“ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.

სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g