LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე“ – ენტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

129
ენტონი ბლინკენი

დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ მყოფ ხალხზე, მათ შორის აფხაზეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისადმი ნაბიჯების გადადგმით“ – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია.

„დღეს თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, დაჭრეს, ან იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად. დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ მყოფ ხალხზე, მათ შორის აფხაზეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისადმი ნაბიჯების გადადგმით. შეერთებული შტატები ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში გათვალისწინებული თავისი დაპირებები და ვალდებულებები, და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება დაუშვას. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაიწვიოს. ეს ქმედებები ათობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს.შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი: „2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენით და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლით და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ“

ბექა ოდიშარია: „მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელისუფლებაა“

„ქართული ოცნება“ – „ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“

„2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება, ურყევია ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ“ – ჯოზეფ ბორელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g