კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნამოხვანში მიმდინარე პროცესს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამოხვანში წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს შსს-ს, მისცეს ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა.
“დღეს, 2021 წლის 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამახვანში წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. დღესვე პოლიციამ “რიონის მცველების” კარვები დაშალა, რაც მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებას დაუკავშირა.
ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის მიზეზები.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინიტროს იმოქმედოს ნამოხვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.
კრიზისულ სიტუაციაში გადამწყვეტად მიგვაჩნია, ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ განვითარებული მოვლენები, საზოგადოებას კი შეუნარჩუნდეს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია ნამოხვანში მიმდინარე პროცესებზე.”-აღნიშნულია განცხადებაში.
შსს: სოფელ ნამოხვანის მიმდებარედ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, მივიღეთ გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე
გარემოს ეროვნული სააგენტო: სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს