გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
“სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს. ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს: სოფელ ნამოხვანის მიმდებარედ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, მივიღეთ გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე