LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწევისთვის თავის დანებების დადებითი მხარეები

283

მოწევისთვის თავის დანებებას უამრავი დადებითი მხარე აქვს. ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოების წარმომადგენლებმა თამბაქოს ზიანს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს და მათი აზრით, მავნე ჩვევაზე უარის თქმა ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

მეცნიერების დასკვნით, დადებითი ეფექტი უკანასკნელი სიგარეტის მოწევიდან 20 წუთის გასვლითანავე დგება. ამ დროს ორგანიზმში სისხლის წნევის დონე ნორმას უბრუნდება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკი იკლებს.

უსიგარეტოდ გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს იღებს, 6 თვის შემდეგ კი ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის ალბათობა რამდენიმე პროცენტით მცირდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები