რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი საბა კემულარია სტუმრობდა. რადიოს ეთერში სიმღერის „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“ პრემიერა შედგა. მომღერალმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზეც ისაუბრა და მსმენელს თავისი ემოციები გაუზიარა.
საბა, ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩემო თბილის ქალაქო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. წლების წინ, კონკურსში „მხოლოდ ქართული“ შევასრულე და სულ მინდოდა ჩამეწერა, უბრალოდ, დროის სიმცირის გამო, ვერ მოვახერხე. ახლა, აღვადგინე და გავაკეთე ახალი არანჟირებით. არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. სიმღერა ნინა წიკლაურის სტუდიაში ჩაიწერა. ტექსტი რეზო თაბუკაშვილს ეკუთვნის, მუსიკა – ვაჟა აზარაშვილს.
მოგვიყევი კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე, როგორ შეგხვდა მსმენელი?
მქონდა ბედნიერება, რომ ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს ძვირფას ადამიანებს შევხვედროდი. კალიფორნიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ მიწვევით გავმართე სოლოკონცერტი. საოცარი ემოციები ტრიალებდა, მონატრების. კონცერტს არა მარტო ქართველები, უცხოელების ესწრებოდნენ. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. კონცერტი სიმღერით „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“ გავხსენი.
გადაცემის ჩანაწერი:
საბა კემულარია – გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო