LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ნამდვილად შოკირებული დავრჩი – იან კელი

131

“მე მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ნამდვილად შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ავტომაგისტრალთან”,  – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

”მოგეხსენებათ, მე ზუსტად ვესტუმრე იმ ადგილს და მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ნამდვილად შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ადგილი ავტომაგისტრალთან. შემაძრწუნებელია, რომ ასეთი რამ ხდება და ის ნეგატიური გავლენა ადამიანურ დონეზე არის ძალიან მაღალი, თუნდაც ის, რომ ფერმები ვეღარ შედიან თავის მიწის ნაკვეთებში, ხალხს არ შეუძლია, თავისუფლად გაადაადგილდნენ და ნახონ”, – განაცხადა იან კელიმ.

ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა და მხარდაჭერა აუცილებელია.

”მხარდაჭერა გულისხმობს იმას, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს სრულად მტკიცე და დემოკრატიული ქვეყანა, მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევის ხელის შეწყობა და “ბორდერიზაცია” ამ ფორმატის პროგრესს არანაირად არ უწყობს ხელს. მხარდაჭერა გულისხმობს ასევე იმას, რომ მივეხმაროთ საქართველოს, შეაკავოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენენიტეტის დარღვევა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს დახმარებით, რომ განვითარდეს, გახდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოს ვეხმარებით, რომ მოხდეს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება”, – განაცხადა იან კელიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g