LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) და „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

87

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) და შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. არსებული ინფორმაციით, ბრალის წარდგენა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ დროისთვის უცნობია თუ რა პოზიცია აქვთ ბრალდებასთან დაკავშირებით როგორც გიორგანაშვილს ასევე ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელ ი.ქ.-ს.

როგორც გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა განაცხადა, მას ამ ეტაპზე არც საქმის მასალები არ გადასცემია და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ჰქონია კომუნიკაცია.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g