LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობები, რომლებსაც გადასაღებ მოედანზე უჩვეულო მოთხოვნები აქვთ

110

იყო მოთხოვნადი მსახიობი – ნიშნავს, რომ გქონდეს მეტი პრეტენზია და ხშირად არარეალური მოთხოვნები შენს დამქირაველებლთან. ტომ კრუზის დიზაინერული საცვლებიდან დაწყებული, ჯეიმი ფოქსის პირადი თვითმფრინავით დამთავრებული, ვარსკვლავებს გადასაღებ მოედანზე უჩვეულო პრეტენზიები აქვთ. გთავაზობღ რამდენიმე მათგანს:

ჯორჯ კლუნი

ფილმ ”გრავიტაციის” გადაღებებზე კლუნიმ პირდაპირ მის სექტორთან პირადი ბაღი, ინდივიდუალური სანაპირო, ჰიდრომასაჟის აბაზანა და კალათბურთის მოედანი მოითხოვა. ეს ყველაფერი სტუდიას დამატებით 125 ათასი დოლარი დაუჯდა.

ჯეკ ნიკოლსონი

”განდგომილების” გადაღებებზე ნიკოლსონმა მოითხოვა, რომ მთელი ტერიტორიიდან აეღოთ გუნდ Celtics-ის ნებისმიერი ატრიბუტი, რადგან მსახიობი  LA Lakers-ის თავგამოდებული თაყვანისმცემელია.

პერის ჰილტონი

მიუხედავად იმისა, რომ მას პოპულარობა სამსახიობო კარიერით არ გამოუმუშავებია, პერისს საკმაოდ დიდი მოთხოვნები აქვს გადასაღებ მოედანზე. მაგალითად, როდესაც 2010 წელს ის ერთ-ერთ ფილმში მონაწილეობისთვის მიიწვიეს, მან მოითხოვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოშივდებოდა, აუცილებლად ახალი ჰომარი უნდა ეჭამა და მასზე არაყი Grey Goose დაეყოლებინა.

საბოლოო ჯამში, ჰილტონი საერთოდ აღარ მიიწვიეს ფილმში.

ტომ კრუზი

ცნობილი ფაქტია, რომ ტომ კრუზი გადასაღებ მოედანზე ტრიუკების დიდ ნაწილს თავად ასრულებს. თუმცა, იმისათვის რომ რთული მანევრები შეასრულოს, კრუზი ითხოვს, რომ სპეციალური შეკვეთის სტრინგები (საცვლები) შეუკერონ. გადაღების პროცესში მას შესაძლოა 50 წყვილიც კი დასჭირდეს.

ლინდსი ლოჰანი

წარუმატებელი რომანების შემდეგ, ლინდსი მსახიობობას უბრუნდება. ”კანინონების” გადაღებებზე ლოჰანმა გარშემომყოფები შოკში ჩააგდო: ”თუ მე უნდა გავიხადო, დაე, გაიხადოს ყველამ” – განაცხადა მსახიობმა. ეს მოთხოვნა რეჟისორს არ მოეწონა, თუმცა მან ჯგუფის ნაწილი მოედნიდან დაითხოვა და თავადაც გაშიშვლდა.

უილ სმიტი

ფილმის ”ადამიანები შავებში” მეორე ნაწილის გადაღებებისთვის სმიტმა მოითხოვა უზამაზარი ტრაილერი, სადაც დაეტეოდა ორი საძინებელი, ორი აბაზანა და ცალკე ოთახი-კინოთეატრი. ეს სიამოვნება სტუდიას 2 მილიონი დოლარი დაუჯდა. მიუხედვაად ამისა, თავად სმიტი აღნიშნული ადგილიდან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა.

ბენ აფლეკი

ბენი Boston Red Sox-ის დიდი თაყვანისმცემელია. დევიდ ფინჩერს, ფილმ ”გაუჩინარებულის” გადაღებებზე უნდოდა, რომ მსახიობს მისი საყვარელი გუნდის მთავარი კონკურენტის, Yankees-ის კეპი დაეხურა. რეჟისორმა და მსახიობმა შეთანხმებას შემდეგნაირად მიაღწიეს – საბოლოოდ ბენმა Mets-ის კეპი დაიხურა. ამ შეთანხმების გამო, გადაღებები 4 დღე იყო შეჩერებული.

ჯეიმი ფოქსი

”მაიამის პოლიციის” გადაღებებზე ფოქსმა თავისი კოლეგის, კოლინ ფარელის მსგავსი ჰონორარი მოითხოვა. ამის შემდეგ, ვარსკვლავმა პირადი თვითმფრინავიც მოისურვა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ თვითმფრინავის ან ნავის სცენებში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებდა.

გადაღებების პროცესში ფოქსი ბევრს ჩხუბობდა მოედანზე მომუშავე ჯგუფთან და  არსებული პირობებითუკმაყოფილო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები