ჯერ კიდევ ნოემბერში, მსახიობი ჯილიან ანდერსონი და სცენარისტი პიტერ მორგანი სერიალ „გვირგვინის“ პრემიერაზე ერთად პოზირებდნენ. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაშორების მიზეზი ჯერ უცნობია.
ჯულია ანდერსონი ცნობილ სცენარიტს 2016 წლიდან ხვდება. 52 წლის ანდერსონი და 57 წლის მორგანი ხშირად ჩნდებოდნენ ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გასულ ზაფხულს კი ისინი ერთად პორტოფინოში დააფიქსირეს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯილიანთან ურთიერთობამდე, პიტერ მორგანი სკანდალურად დაშორდა ყოფილ ცოლს, რომელთანაც მას 5 შვილი ჰყავს.