სერიალ ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი „დოჩის“ როლის შემსრულებელი ნანუკა გულუა გათხოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი სოციალურ ქსელში თავად წერს.
„კახაბერ კაშია – არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომ ვაქებ, ჩემი „ოცდაყველა“კი არა „ასყველა“ წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ :)) მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ“,- წერს გულუა.