LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსგავსი ტიპის შეზღუდვები არ გახლავთ ვაქცინების უკუჩვენება და როგორც ალერგოლოგი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხვალვე შეგიძლიათ გაიკეთოთ ვაქცინა: კულუმბეგოვი მითებზე

328
1

“მსგავსი ტიპის შეზღუდვები – სეზონური ალერგია, ბრონქული ასთმა, კანზე გამონაყარი, კვებითი ალერგია, თაფლის აუტანლობა, შოკოლადის აუტანლობა – ეს არ გახლავთ ვაქცინების უკუჩვენება და თქვენ შეგიძლიათ, ხვალვე წახვიდეთ და ვაქცინა გაიკეთოთ, ამას როგორც ალერგოლოგი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “ტვ პირველთან” საუბრის დროს და ვაქცინაციასა და ალერგიულობასთან დაკავშირებულ, გავრცელებულ მითებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ეს ექიმებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მედიკოსები ეუბნებიან ვაქცინაციის პროცესში მონაწილეებს, არიან თუ არა ისინი ალერგიულები და რეაქცია ჰქონდათ თუ არა 30 წლის წინ ლიდოკაინზე. მისივე თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ხშირი მიზეზი (მითების დაჯერების).

ალერგოლოგი განმარტავს, რა შემთხვევაში იზღუდება ვაქცინის გაკეთება:

“ალერგია და ვაქცინაცია – რასაკვირველია უკუჩვენება “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “სინოფამისა” და “სინოვაკის” ვაქცინისთვის არის – თუ ვაქცინის პირველ დოზაზე ადამიანს დაემართა სისტემური ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსია, მეორე დოზა ვერ უკეთდება.

არის კიდევ ერთი, ასეთი უკუჩვენება, თუ ჩვენთვის უკვე ცნობილ, ვაქცინებში არსებულ ალერგიებზე ადამიანს აქვს ალერგია, მაშინ ამ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება, ასე ვთქვათ, იზღუდება.

რა არის ეს ნაცნობი ალერგენები და შეიძლება თუ არა მათზე მქონდეს ალერგია – ბევრი ადამიანი მწერს: როგორ გავიგო? ვაქცინაზე სინჯი ხომ არ შეიძლება გავიკეთო? ვაქცინაზე სინჯი არ კეთდება. ნივთიერება, რომელიც ალერგიას იწვევს მილიონიდან 5 შემთხვევაში, “ფაიზერის” და იგივე “ასტრაზენეკა”, “სინოვაკზე” და “სინოფარმზე” მილიონიდან 1 შემთხვევაში, ეს არის პოლიეთილენგლიკოლი, რომელიც კვებით მრეწველობაში და მედიკამენტებში ძალიან გავრცელებულია, მაგალითად, უცხოეთიდან ექსპორტირებული ბევრი ნაყინის შემადგენლობაშიც კი შედის. ვინმეს თუ ნაყინზე ანაფილაქსიური შოკი ჰქონია, მაშინ, რასაკვირველია, ჯერ მივიდეს ალერგოლოგთან და შემდეგ ჩაიტაროს ვაქცინაცია.” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g