LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობიარობიდან ერთ თვეში ირინა შეიკმა ნახევრად შიშველი პოზირებს (ფოტო)

36

სულ რაღაც ერთი თვის წინ ირინა შეიკი დედა გახდა: სუპერმოდელს და მის რჩეულს, ბრედლი კუპერს, ქალიშვილი შეეძინათ.  დღეს კი, ლამაზმანმა „ინსტაგრამზე“ ნახევრად შიშველი ფოტო განათავსა.

„დაისის წინ“, – განუცხადა მან თავის გამომწერებს და ჩანაწერს ჰეშტეგი #currentsituation დაუმატა.

თაყვანისმცემლები ირინას სხეულმა აღაფრთოვანა, რამდენიმე საათში ის 140 ათასამდე ადამიანმა მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ შეიკისა და კუპერის რომანის შესახებ ცნობილი 2015 წლის აპრილში გახდა. გასული წლის დეკემბერში კი პრესამ შეიკის ორსულობაზე დაწერა. პატარა ქვეყანას 2017 წლის 21 მარტს მოევლინა და მას ლეა დე სენ შეიკ კუპერი დაარქვეს. ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები