LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობიარობის შემდეგ, კეიტ მიდლტონი პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა (ფოტო)

43

პრინც ლუის დაბადების შემდეგ, კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის პირველი ოფიციალური გამოსვლა 19 მაისს, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილში შედგება, სადაც ისინი საპატიო სტუმრების სტატუსით იქნებიან მიწვეულები. თუმცა პაპარაცებმა კემბრიჯის ჰერცოგინიას გადაღება ამ დღეებში მაინც შეძლეს, როდესაც ის ჰარისთან და მეგანთან ერთად კენსინგტონის სასახლეს ტოვებდა.

ფოტოგრაფებმა მიდლტონის გადაღება რამდენიმე დღის წინ, კენსინგტონის ბაღშიც შეძლეს, როდესაც ის უმცროს ვაჟიშვილს ასეირნებდა. კეიტთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის წევრებიც, რომლებმაც პაპარაცს ურჩიეს, რომ უმჯობესი იყო, მას სურათი არ გადაეღო.

მოგვიანებით ერთ-ერთ გამოცემას ფოტოგრაფმა უამბო, რომ სეირნობის დროს მიდლტონს მზის სათვალე ეკეთა, ხოლო მასთან ერთად ბავშვის ძიძა, მარია ბორალო იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები