LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებო გთხოვთ გააკონტროლოთ! – ახალი სახიფათო თამაში ქართულ ინტერნეტსივრცეში

723
mariamgame

ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის შვილიც, სამი წლის წინ, საცხოვრებელი კორპუსიდან გადახტა, მშობლებს ახალი, საშიში ინტერნეტთამაშის შესახებ აფრთხილებს.

თამაში სახელწოდებით “მარიამ გეიმ” აპლიკაციის სახით გამოვიდა და როგორც ბერძენიშვილი ამბობს, თინეიჯერების ფსიქიკის შერყევას ისახავს მიზნად.

“სახიფათო თამაში!!!

გამოჩნდა ახალი სახიფათო თამაში სახელად Mariam game!!!

აპლიკაციის სახით, რომელიც ბავშვების დაშინებაზე არის მორგებული. ჩარლის სახეობაა უფრო თინეიჯერების ფსიქიკის შესარყევად.

ბავშვებო გთხოვთ არ გადმოიწეროთ!!!

მშობლებო გთხოვთ გააკონტროლოთ შვილების ტელეფონები!!!” – წერს ნანა ბერძენიშვილი.

თამაშის აღწერაში ვკითხულობთ:

ეს თამაში გოგონაზეა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდა XVIII საუკუნეში და კავშირი ჰქონდა სულებთან. თამაშიდან შიში მოდის მშვიდად, სიუჟეტურად, შინაარსობრივად და არა ყვირილით ან სხვა ეფექტებით.

ამ ეტაპზე, თამაში 9,407,698 მომხმარებელს აქვს გადმოწერილი.

შეგახსენებთ, ნანა ბერძენიშვილის შვილის გარდაცვალება ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” უკავშირდება. ის სამი წლის წინ გარდაიცვალა.

„წაიყვანე ისე რომ არც კი გიკითხავს, ის ხომ ჩემი გოგო იყო“ – ნანა ბერძენიშვილი, რომლის შვილიც მეცამეტე სართულიდან გადავარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g