გამოცემა „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ სცემა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
უფლებადამცველი ყურადღებას მშობლების როლზე ამახვილებს და წერს:
„მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. მე არ მესმის, რატომ არ უნდა დაიცვა საკუთარი შვილი, რატომ უნდა აცემინო ვიღაც მამაძაღლს.
ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?! ვის და რას აფარებთ ხელს საკუთარი შვილების ხარჯზე?!
ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“
გამოცემის ცნობით, მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მას იქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
ცუდი მშობლები ხართ! ცუდი მშობლები ხართ ისინი, ვინც ვიღაც „ნაბიჭვარს“ იცავთ და საკუთარ შვილებს – არა! მორღვეული გაქვთ მორალიც და ღირებულებებიც! ავადაა საზოგადოება, რომელიც მოძალადეს იცავს და ბავშვს – არა!“- წერს ბაია პატარაია.
მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. მე არ მესმის, რატომ არ უნდა…
Posted by Baia Pataraia on Wednesday 9 October 2024