LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებს საშუალება ექნებათ, სამზარეულოში საკვების მომზადების პროცესს, ლაივ-რეჟიმში დააკვირდნენ“ – თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ფოიეში მონიტორები დამონტაჟდება

155
ბაგა ბაღი

„ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ყვე­ლა სა­ჯა­რო ბა­ღის ფო­ი­ე­ში, წლის ბო­ლომ­დე, სამ­ზა­რე­უ­ლოს ბლო­კის მო­ნი­ტო­რე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა, სა­დაც მშობ­ლებს საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ლაივ-რე­ჟიმ­ში ექ­ნე­ბათ,“ – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლმა, გოგი ჩი­ქო­ვა­ნმა „ინტერპრესნიუსთან“ გა­ნა­ცხა­და.

„ყვე­ლა სა­ბავ­შვო ბაღ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი გვაქვს უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს იმ სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, რაც დაკავშირებულია ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მებ­თან არა­მარ­ტო ჯგუ­ფებ­ში.

ახალ ბა­ღებ­ში გვაქვს და არ­სე­ბულ ბა­ღებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი, რათა სამ­ზა­რე­უ­ლოს ბლო­კებ­შიც გვქონ­დეს ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მე­ბი.

ამ სის­ტე­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მშო­ბელს შე­უძ­ლია და­აკ­ვირ­დეს საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს.

ეს მო­ნი­ტო­რე­ბი ახლა 30-მდე ბა­ღის ფო­ი­ე­ში გვაქვს და ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, წლის ბო­ლომ­დე ყვე­ლა ბაღ­ში იქ­ნე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლოს ბლო­კის მო­ნი­ტო­რი.

ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი გაქვს ყველ­გან, ძი­რი­თად სივ­რცე­ებ­ში: გარე პე­რი­მეტ­რი, შიდა პე­რი­მეტ­რი, ჯგუ­ფებ­ში, დარ­ბა­ზებ­ში, ყველ­გა­ნაა. მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს რო­გორც პერ­სო­ნალს, ასე­ვე მშობ­ლებს მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში.

ხაზს ვუს­ვამ, სამ­ზა­რე­უ­ლოს ბლო­კებ­ში გვაქვს კა­მე­რაც და მო­ნი­ტო­რიც, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ფო­ი­ე­ში მშო­ბელს პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს.

ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ინ­კლუ­ზი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩვე­ნი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია.

ყვე­ლა სა­ბავ­შვო ბაღ­ში გვყავს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი, რო­მელ­შიც შე­დის ფსი­ქო­ლო­გი, ლო­გო­პე­დი, სპე­ცპე­და­გო­გი, მე­თო­დის­ტი და გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღებ­ში, ჩვენ ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვს, სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვუ­ნიშ­ნავთ პერ­სო­ნა­ლურ ასის­ტენტს.

დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 1700-ზე მეტი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი და 400-მდე პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი გვყავს. ჩვენ ამ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გარ­და, მათ ფუნ­ქცი­ურ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეც ვზრუ­ნავთ“, – გა­ნა­ცხა­და გოგი ჩი­ქო­ვან­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g