გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტისა და კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან:
„დღევანდელი „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის და ევროპული მომავლის შესახებ მათი სურვილისთვის, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა ხალხის დაკარგვის და ლეგიტიმაციის დაკნინების ნიშანია. არა რუსულ კანონს!“ – წერს გერმანელი დეპუტატი.
„სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება, თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია”- ამის შესახებ კი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“მანამ, სანამ ასეთი მამაცი, დიადი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება მხდალი სულების, ლაჩარი ადამიანებისა და ნაციონალისტების გამო. თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე ის მშვიდობიანი დარჩეს! დაე გაჩერებული იყოს აგენტების კანონი” – წერს როთი.