LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობიანი მოქალაქეები მარიუპოლიდან არ გაუშვეს, მტერმა შეტევა ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით დაიწყო: უკრაინული მედია

124
1

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქიდან არ გაუშვეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით, უსაფრთხოდ გავლის უფლება არ მისცეს და ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ფეისბუქმიმართვაშია აღნიშნული, მტერმა შეტევა ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით დაიწყო:

“რუსი მონსტრების ასეთი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი. კრემლის ოკუპანტების დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება!” – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კრემლს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, თავი შეიკავოს იმ ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება.

შეგახსენებთ, დღეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ქალაქ სუმიდანაც.

ვიდეო: უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმიდან მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ეტაპი იწყება

რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსი ჩაცხრილეს და კიევის რეგიონის რამდენიმე სოფელს ცეცხლი გაუხსნეს – დაშავდა 3 ადამიანი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო იერიშის შედეგად ხარკოვში მდებარე ალბანეთის საკონსულო განადგურდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები